ადამიანი-მასა

ადამიანი-მასა
პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია შემოქმედებისა და შეფასების უნარი. იგი იღებს ყველაფერს ისეთად, როგორც აწვდიან. ამის გამო, მასაზე ზეგავლენის მოხდენა ადვილია. ხოსე ორტეგა ი. გასეტის აზრით, „ადამიანი-მასა“ ისაა, ვისაც არ შეუძლია, როგორც კარგი, ასევე ცუდი მხრითაც შეაფასოს თავი; ვინც თავის თავს აღიქვამას „ისეთად, როგორიცაა ყველა“ და სულაც არ განიცდის ამას. მას მოსწონს იყოს ისეთი, როგორიცაა ყველა.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»